5 ივლისის საქმის განხილვა სასამართლოში

სასამართლოში 5 ივლისის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მსჯელობენ „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულების – ალიკა ალაზოვის, გიორგი ოძელაშვილისა და გიორგი ელიზბარაშვილის ეპიზოდზე. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ეს წინასასამართლო სხდომის ეტაპია, სადაც მომავალში გამოსაკვლევი მტკიცებულებების დასაშვებობა უნდა გადაწყდეს. 5-6 ივლისის მოვლენებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 20-ზე მეტი პირია დაკავებული.