5-6 ივლისის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5-6 ივლისის საქმეზე ბრალდებული შვიდი პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.