8 ნოემბერს შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა. გამოკითხვები და ექსპერტები ორივე პალატის რესპუბლიკური პარტიის ხელში გადასვლას ვარაუდობდნენ.
დღეს უკვე ცხადია, რომ რესპუბლიკურ პარტიას მხოლოდ წარმომადგენლობით პალატაში მიღებული უმრავლესობით მოუწევს დაკმაყოფილება.
რატომ არ შედგა „წითელი ტალღა“ და რა მომავალი აქვს ტრამპიზმის ფენომენს, ამ თემებზე ვსაუბრობთ რადიოგადაცემა „42-ე პარალელში“.