42° პარალელი - საპრეზიდენტო დებატები ამერიკაში / ეკონომიკური განვითარების ახალი ხედვა / დემოკრატია და არჩევნები
  •  საპრეზიდენტო დებატებს ამერიკულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, რადგან მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები საარჩევნო ციკლის ფინალურ ეტაპზე იმართება და დებატები ერთგვარად აჯამებს იმ საერთო ემოციურ ფონს, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში იქმნება.

მათე გაბიცინაშვილი მოგვიყვება ამერიკის საპრეზიდენტო დებატების შესახებ, ისტორიულად თუ როგორ იქცა დებატები მნიშვნელოვან მოვლენად და პოლიტიკური კულტურის ცვლილებასთან ერთად როგორ დაემსგავსა ის თეატრალურ სანახაობას, სადაც შინაარსზე უფრო მეტად, ფორმა და შოუს ელემენტები დომინირებს.

 

  • 42-ე პარალელი წარმოგიდგენთ ბაქარ ბერეკაშვილის ახალ რუბრიკას – დისკურსი & ინტერპრეტაცია

წარმოდგენილ რუბრიკაში ბაქარ ბერეკაშვილი დროდადრო იმსჯელებს სხვადასხვა სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ დისკურსზე; იმ იდეებსა თუ მოვლენებზე, რომლებიც ტრიალებს ჩვენი სოციალური სამყაროს გარშემო, როგორც ისტორიული ასევე თანამედროვე პერსპექტივიდან. რუბრიკის მიზანია აქამდე არსებული წარმოდგენებისა და შეხედულებების კრიტიკული თუ ალტერნატიული გააზრება და ინტერპრეტაცია, მაყურებლის გონების პროვოცირება ამა თუ იმ იდეებისა და საკითხებს გარშემო სამომავლოდ ფიქრისათვის.

რუბრიკის პირველი თემაა დემოკრატია და არჩევნები. ბაქარი  გვიყვება იმის თაობაზე თუ რა არის დემოკრატია და რა როლს ასრულებს მასში არჩევნები, რა რისკები ახლავს თან ამ ორი იდეისა თუ პროცესის ურთიერთობას, როგორ შეიძლება არჩევნებმა ხელი შეუწყოს ანტიდემოკრატიული ძალების აღზევებას ხელისუფლებაში და რას გვასწავლის ევროპის პოლიტიკური და სოციალური ისტორია.

  • რა ფაქტორები განაპირობებს ქვეყნების სიღარიბეს: სამუშაო ეთიკის დეფიციტი თუ ბევრი სპეციალიზებული ცოდნის ნაკლებობა? არის თუ არა ბევრ სხვადასხვა პროფესიაში სპეციალიზება ქვეყნის განვითარების გასაღები?
  • თათო მარიდაშვილი წარმოგიდგენთ ეკონომიკური განვითარების ახალ ხედვას.

     

42° პარალელი

დატოვე კომენტარი