42° პარალელი - მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში / "ბრექსითის" მომავალი / ტრამპის ფაქტორი ნატოს სამიტზე / დონალდ ტრამპის რეისი 93
  • მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში – გაურკვეველ ვითარებაში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება რუსეთს დაგეგმილზე მეტი, რეკორდული 14 მილიარდი დოლარი დაუჯდა. რუსი ეკონომისტების გათვლებს, რომ 2023 წლისთვის ჩემპიონატი ქვეყანას 31 მილიარდ დოლარამდე სარგებელს მოუტანს და იგი რუსული ეკონომიკის მასტიმულირებელი გახდება, ანალიტიკოსები სკეპტიკურად აფასებენ. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • “ბრექსითის” მომავალი – ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ბრექსითთან მიმართებაში პოზიციებს არბილებს, თუმცა მის მთავრობაში დაპირისპირება მწიფდება. რა შედეგებს მოუტანს ბრიტანეთს ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი და როგორ აპირებს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას. ტატო ხუნდაძის სიუჟეტი
  • ტრამპის ფაქტორი ნატოს სამიტზე – რა საფრთხეების შესახებ იმსჯელეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე. რას ეხებოდა აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკა პარტნიორების მიმართ და რა შედეგს მიაღწია მან. გიორგი გვიმრაძის სიუჟეტი
  • დონალდ ტრამპის რეისი 93 – პოლიტიკური ზაფხულის მთავარ ფიგურად კვლავ დონალდ ტრამპი იქცა. მსოფლიო პოლიტიკა ამჟამადაც მისი კარნახის ქვეშ მიმდინარეობს. ტრამპის შეურიგებელი მოწინააღმდეგეები ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოში მას ნახევრად შეშლილად მიიჩნევენ, რომელსაც საყოველთაო ყურადღების ცენტრში სურს ყოფნა. კრიტიკოსების მეორე ნაწილი თვლის, რომ ტრამპმა გლობალურ პოლიტიკაში დეველოპერული ბიზნესის ტაქტიკა „შეტევა-უკანდახევა“ გადაიტანა. ევროპაში კი თვლიან, რომ ტრამპს ევროკავშირის დაშლა და სტრატეგიულ მოკავშირეებთან ინდივიდუალურად ურთიერთობა სურს. სიუჟეტში მოგითხრობთ ტრამპის პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვის შესახებ 2016 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნებული ერთი სტატიის მიხედვით. რეზი ქოიავას სიუჟეტი