42 დღე უკანონო პატიმრობაში

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავს. საუბარია კომპლექსურ ღონისძიებებზე, რომელიც დაკავშირებულია როგორც დიპლომატიურ არხებთან, ისე საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებთან და უცხოელ პარტნიორებთან.

სამომავლო სამოქმედო გეგმაზეა საუბარი გაფრინდაშვილის ოჯახისა და პრემიერის შეხვედრაზეც. პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად გმობს საოკუპაციო რეჟიმის ქმედებას და ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია დღეს წალენჯიხაშიც გაიმართა.

გიორგი კობერიძე დეტალებით.