მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ისეთ თემებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიც სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება, მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობაა.

დოკუმენტის თანახმად, 283 საჩივრიდან, სამსახურმა 271 საჩივარი დააკმაყოფილა, რაც სრული რაოდენობის 96 პროცენტს შეადგენს.