30 აპრილს დაგეგმილი აქცია

30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ წევრებმა. მათ აქციის მთავარ მიზნებზე ისაუბრეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვატო შაქარიშვილის განმარტებით, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, ქართულ სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტზე ორგანიზებული შეტევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობამ ქვეყანაში მშვიდობა მოიტანა და ქართული საზოგადოება ამ მონაპოვრის დათმობას არცერთ შემთხვევაში არ შეეგუება.