26 მაისის საქმეზე, დღეს ბრალდების მხარის ერთი მოწმე, ჟურნალისტი ბექა სივსივაძე დაიკითხება. როგორც პროკურატურა აცხადებს, მოწმე 2011 წლის 26 მაისის ღამეს აქციის მიმდინარეობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და იმ საღამოს მოვლენებზე ისაუბრებს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატების მტკიცებით, სივსივაძე ბრალდებულების უშუალო ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებს.
26 მაისის დარბევის საქმეზე გამოძიება ექვს ყოფილ მაღალჩინოსანს – დათა ახალაიას, ვასილ ლელუაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, გიორგი ლორთქიფანიძეს და ლევან ქარდავას უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.