26 მაისის საქმე

2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაზე სასამართლო განხილვები დაზარალებულების დაკითხვით გაგრძელდა. პროცესზე მიტინგზე დაშავებულ ორ მოწმეს მოუსმინეს. კონსტანტინე კუჭავას განცხადებით, სახის არეში მიღებულ დაზიანებებს ამ დრომდე მკურნალობს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი წევრი ლადო ბულბულაშვილი კი ჰყვება, რომ მას ფიზიკურად თავდაპირველად კინო „რუსთაველში“, შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გაუსწორდნენ.

საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი.