26 მაისის საქმე – რას აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული

15:13, 18.04.2018

26 მაისის საქმე და ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენება, რომელმაც აქციის დარბევისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. მოწმემ პროცესზე განაცხადა, რომ სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ, მათ რუსთაველის გამზირის დატოვების საშუალება არ მისცეს და ყველა შესასვლელი ჩაკეტეს.

ჩვენების დეტალებით ირკვევა, რომ პროტესტის მონაწილეებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები არ გამოუყენებიათ. ამ მოწმემ დაადასტურა, რომ  სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 26 მაისის საქმეზე უკვე გასამართლებულია

აქციის დარბევის ეპიზოდზე გამოძიება კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, დავით ახალაიას, ლევან ქარდავას და ვასილ ლელიაშვილს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მსგავსი