თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმის არსებითი განხილვები გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, ზაირა მიქატაძე დაიკითხა, რომელიც აქციის დარბევის დროს ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა. შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ, 26 მაისის საქმეზე, ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი.