26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოში დაზარალებული გიორგი მალაზონია დაიკითხა.
მოქალაქე 2011 წლის 26 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა. როგორც ის აცხადებს მას სასტიკად გაუსწორდნენ და არ მისცეს საშუალება ტერიტორია დაეტოვებინა. ასევე სცემეს მასთან ერთად აქციაზე მყოფ დედამისსაც. საქმეზე გამოძიება შსს ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გია ლორთქიფანიძეს და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს, დათა ახალაიას, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილს და ვასილ ლელუაშვილს ედავება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც ჩადენილია ძალადობით. საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით 17 მაისს 12 საათზე გაგრძელდება.