მზადება ქვეყნის მთავარი დღესასწაულისთვის.
პანდემიური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დამოუკიდებლობის დღე წელს ისევ მასშტაბურად აღინიშნება. თარიღი ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპს ემთხვევა – ერთ თვეში ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას ელოდება. ამიტომ წლევანდელი სადღესასწაულო კონცეფციაც სწორედ ამ მოლოდინს უკავშირდება.
ფიცის დადება, საზეიმო ღონისძიებები, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილი სიმბოლური ცერემონიები – ნათია ქენქაძე გაგვაცნობს, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.