საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“ – ამ სლოგანით, დღეს ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებები მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე საბრძოლო მომზადების ცენტრის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადების ცერემონია გაიმართა ქვეყნის კიდევ ხუთ ლოკაციაზე. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს ქვეყნის პირველმა პირებმა. საქართველოს პრეზიდენტმა ტრიბუნა შარშანდლის მსგავსად, წელსაც მმართველი გუნდის კრიტიკისთვის გამოიყენა.