საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან ზუსტად 102 წელი გავიდა. ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშა დაეშვა, მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები. ასევე, თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საქართველოს რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებზე.