23 თებერვალს ქვეყანა იუნკრებს იხსენებს. 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის ეზოში ღონისძიება გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მოწვეულმა სტუმრებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.