განათლების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2025 წლის ბიუჯეტს პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31 მილიარდ ლარს აღემატება. განათლების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370 მილიონ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასები სრულად დაფინანსდება; გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები. საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მილიონ ლარზე მეტი, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე კი 180 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდა.