2025 წლის ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში. მსჯელობა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 14 საათზე დაიწყება. საბოლოოდ კი დოკუმენტს მე-11 მოწვევის პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 31 მილიარდ ლარს შეადგენს. უწყებაში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი „დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით“. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 870 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში: 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. 70 წლამდე პირთა პენსია კი იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით. 2025 წელს გათვალისწინებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი მატებაც.