მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა. პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 მილიარდ 400 მილიონი ლარით იზრდება და ჯამურად 31 მილიარდ 200 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის პროექტით ფინანსდება ყველა ის ვალდებულებები, რომელიც 2025 წელს სახელმწიფომ აიღო. გაგრძელდება საჯარო სექტორში ხელფასების 10-პროცენტიანი ზრდა, ასევე 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე მოიმატებს, ხოლო 70 წლამდე ასაკის მოქალაქეები 20 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებენ. საბოლოოდ. 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცება მე-11 მოწვევის პარლამენტს მოუწევს