პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა მიმდინარეობს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს უსმენენ. ოპოზიციას ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიმართ გარკვეული კითხვები აქვს.