მომავალი წლიდან პენსიები იზრდება. 2023 წლის ბიუჯეტში ყოველთვიური შემოსავლის მატება ყველა კატეგორიის პენსიონრისთვის არის გათვალისწინებული. გეგმაშია შშმ პირების დახმარების მატებაც. ჯანდაცვასთან და სოციალურ პროგრამებთან ერთად მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტი იქნება განათლებაც. დაანონსდა სკოლის პედაგოგების, ადმინისტრაციული პერსონალის, მანდატურების, ასევე პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლების და ბაღის აღსაზრდელების ანაზღაურების ზრდაც. 2023 წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 10%-ით მომატება იგეგმება.