ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მიმდინარეობს.
მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილი 17 მილიარდ ლარს შეადგენს. დღევანდელ განხილვას საპარლამენტო ოპოზიციაც ესწრება, რომელიც ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. საკომიტეტო განხილვის შემდეგ პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას დაუბრუნდება. 2021 წლის ბიუჯეტის განხილვას კი მეათე მოწვევის პარლამენტი გააგრძელებს.
მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.