პარლამენტმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე განიხილეს. ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები სესიაზე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარადგინა.
დღესვე ბიუჯეტის პროექტში პრემიერ-მინისტრისა და ხელისუფლების დღევანდელი გადაწყვეტილებაც აისახა, რომელიც გაზრდილი კომუნალური ტარიფების სახელმწიფო სუბსიდირებას ითვალისწინებს.
რა დაუჯდება ბიუჯეტს სუბსიდირება, მანანა დევაძე დეტალებით.