მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე წარადგენს. კორექტირების მიზეზად ხელისუფლება მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს.
პროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა კრიტიკულ 60-პროცენტიან ზღვარს ჩამოსცდება. ასევე, იზრდება ყველა სამინისტროს დაფინანსება. 600 მილიონით მეტი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.