2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 27 906 აპლიკანტი სტუდენტი გახდა.

სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 10 614 სტუდენტმა, სახელმწიფო სასწავლო გრანტი კი 6 543-მა.

სახელმწიფომ სრულად დააფინანსა 4 071 სტუდენტი.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ, სომხურ და ოსურენოვან მიმართულებაზე 1211 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

საბოლოო სია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაიგზავნება. სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, აბიტურიენტი კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელთან აფორმებს ხელშეკრულებას.