2017 წელსაც მსოფლიოსთვის ტერორიზმი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. ბოლო 12 თვეში მომხდარ ათასზე მეტ ტერორისტულ აქტს ჯამში 7455 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ეს მაჩვენებელი გასული წელთან შედარებით 2-ჯერ , 2015 წელთან შედარებით კი, 4- ჯერ ნაკლებია.
ერთი თვის წინ თბილისში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შემდეგ გაირკვა, რომ ტერორისტების სამიზნე, შესაძლოა, საქართველოც გამხდარიყო.
გამოძიების ინფორმაციით, 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.