2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13,8%-ით გაიზარდა

2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13,8%-ით გაიზარდა და 10,707 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 29,1 პროცენტით – 2, 728 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი, იმპორტი კი 9,4%-ით 7,979 მილიარდ დოლარამდე. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 49%-ია ( 5, 251 მილიარდი დოლარი).

უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1, 589 მილიარდი დოლარი), რუსეთი (1,183.7 მილიარდი დოლარი) და ჩინეთი (939.5მილიონი დოლარი).

უცხოეთის ბაზარზე საქართველოდან გატანილი პროდუქტის პირველი ხუთეული ასეთია: სპილენძის მადნები და კონცენტრანტები (420 მილიონი დოლარი), ფეროშენადნობები – (307 მილიონი დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (235 მილიონი დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოები (171 მილიონი დოლარი), სამკურნალო საშუალებები (140 მილიონი დოლარი).

2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირში ექსპორტი 13%-ით (სულ 646.5 მილიონი დოლარი), დსთ-ს ქვეყნებში კი ექსპორტი ერთ წელიწადში 60%-ით -1,180 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.