ახალი გარემოებები 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეში.
სასამართლოს ჩვენებები ვანო მერაბიშვილის ყოფილმა მოადგილემ და გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ მისცეს. ყოფილმა მაღალჩინოსნებმა გაიხსენეს, ვისგან გაიცა მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციის დარბევის ბრძანება, ვინ ხელმძღვანელობდა საპროტესტო გამოსვლის დაშლას და ტელევიზიის დარბევის სპეცოპერაციას.
როგორც ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით გახდა ცნობილი, 2007 წლის 7 ნოემბრის ღამეს წინასაომარი მდგომარეობაც იყო გამოცხადებული.