2007 წლის 7 ნოემბერი - შეფასებები

„7 ნოემბერი „ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათია“, – ასეთია მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებები. უმრავლესობაში ამბობენ, რომ აქციის სასტიკად დარბევის შემდეგაც, ყოფილი ხელისუფლება შეცდომებს არ აღიარებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებით კი, მაშინ ხელისუფლებამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. მათივე თქმით, წარსულთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია რა ხდება დღეს ქვეყანაში, რაზეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოქმედი ხელისუფლება დანაშაულს ჩადის, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შესაბამის სამედიცინო დახმარებას არ უწევს. 7 ნოემბრის აქციის დარბევას ოპოზიციის ნაწილი შეცდომად მიიჩნევს და მოქმედ მთავრობასაც აკრიტიკებს.

7 ნოემბერს დაზარალებულთა აქცია გაიმართება