სასამართლო სხდომა 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე ბრალდების მხარე პარლამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს დაკითხავს.  საქმეზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს წარუდგინა. მათ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
დაიწყო თუ არა მოწმის დაკითხვა? –  გიორგი კობერიძე სასამართლოდან.