7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმე

2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა 11 წლის წინანდელი მოვლენები სასამართლო დარბაზში გაიხსენეს.

ზვიად ძიძიგურმა, ლევან გაჩეჩილაძემ და კახა კუკავამ პროკურატურის მოწმეების სტატუსით მოსამართლეს ჩვენებები მისცეს.

მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორებმა ვრცლად ისაუბრეს, როგორ დაარბიეს ჯერ პარლამენტთან, შემდეგ კი რიყეზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციები.

მოწმეებმა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრაც გაიხსენეს.

გახმაურებულ საქმეზე გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს და ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.