190 000-მდე მოქალაქეს სესხები გაუიაფდა.
მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენცია გრძელდება. დღეს რეფინანსირების განაკვეთი კიდევ შემცირდა. ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე შენარჩუნებით ხსნის, რაც თავის მხრივ, საგარეო რისკების შემცირებას და ლარის კურსის სტაბილურობას უკავშირდება. სებ-ის ნაბიჯს დადებითად აფასებენ ეკონომისტები, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთის კლების შემდეგ ბიზნეს და ეკონომიკური აქტივობების ზრდას ელოდებიან.
მარიამ ბერძენიშვილი დაინტერესდა, გაგრძელდება თუ არა მონეტარული პოლიტიკის შერბილების პროცესი, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო.