ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავენ თბილისში ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიაში. ღვთისმსახურება ღამის 12 საათზე დაიწყო. თავდაპირველად ეკლესია ჩაბნელდა და კარიდან სანთელი შემოიტანეს, რაც სიმბოლურად შობის დადგომას ნიშნავს. ლიტურგიის დროს საშობაო საგალობლებს 17 ენაზე ასრულებენ.