კიდევ ერთი ბრალდებული, რომელიც ამერიკული მხარის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა, პროკურატურამ გუშინ დააკავა. აშშ-ს მოქალაქე ორ შტატში 11 დანაშაულში არის ბრალდებული. ახლა საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ექსტრადიციის თაობაზე ინდივიდუალური შეთანხმება უკვე გაფორმდა და შესაბამისი პროცედურებიც მიმდინარეობს.
31 წლის მამაკაცის უფლებებს ქართველი ადვოკატი, ნინო მიქატაძე იცავს. მისი განცხადებით, ის უკვე შეხვდა ამერიკის მოქალაქეს, თუმცა, არ აკონკრეტებს, აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს.