19 დაკავებული და დაპირისპირება აქციაზე

რუსთაველის გამზირზე დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

პოლიციელებთან და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებებს დაკავებები მოჰყვა. სულ აყვანილია 19 პირი, რომელთა შორის ორი ძებნილია, ერთ-ერთი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. დაკავებულია ზვიად კუპრავა, რომელსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედება ბრალი იმ ცხრა პირსაც, რომელთა შორის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაც იყვნენ. როგორც მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მელია დაპირისპირების ადგილს მხოლოდ განარიდეს და გაუშვეს, ნადირაძე კი ხელწერილით გაათავისუფლეს.

ანა ბროლაძე მოგვიყვება პარლამენტთან მომხდარ დღევანდელ ინციდენტებზე.