არჩილ ტატუნაშვილის საქმეში ბრალდებულებზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოეცხადებინა. გადაწყვეტილებას აუცილებელ ნაბიჯად აფასებენ თბილისში.

ქეთი ქარდავა განავრცობს თემას.