„კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

მიმდინარეობს დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.