შსს-მ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზახეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაზახეთის ინტერპოლის მიერ, 2017 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე,  თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

მას  ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც თაღლითობას – დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.