საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „თანამედროვე გეოინფორმაციული სისტემების გამოწვევები“ ტარდება. კონფერენცია საქართველოში გამოყენებით სფეროში გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების ერთ-ერთი ფუძემდებლის, მამუკა ხურციძის ხსოვნას ეძღვნება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ძირითადი მიმართულებებია გეოინფორმაციული ტექნოლოგიები, აგეგმვები, დისტანციური ზონდირება, კარტოგრაფია. კონფერენციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსიაც.