პარლამენტი თავდაცვის კოდექსის განხილვას დაუბრუნდა. ახალ კოდექსზე მსჯელობა მესამე მოსმენით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მიმდინარეობს. ოპოზიციის ნაწილი ცვლილებებს ისევ აკრიტიკებს. პარტია „გირჩის“ პოზიციით, ის არ არის სასიკეთო ცვლილებების მომტანი. დეპუტატები წვევამდელების გაწვევის სისტემას აპროტესტებენ. პარტია „მოქალაქეები“ ეთანხმებიან ცვლილებების მხოლოდ ნაწილს. მმართველი გუნდის პოზიციით, რეფორმა სისტემის განვითარებას ემსახურება.