ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენას კიდევ ერთხელ ეხმაურება. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთს და მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გააქტიურების დრო არ არის. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვთქვით, რომ ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, რათა აგვეკრძალა რუსული თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში. ჩვენ ყურადღებით გავაგრძელებთ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ქმედებებზე გადავალთ, – აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ.