უცხოურ ვალუტაში სესხები გაძვირდა

უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები გაძვირდა. საპროცენტო განაკვეთმა წლის განმავლობაში თითქმის 4 %-ით მოიმატა. მიზეზად აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში ინფლაციის ფონზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა სახელდება. ექსპერტები ზრდის ტენდენციის გაგრძელებას არ გამორიცხავენ. განსხვავებით ლარში გაცემული სესხებისგან, რომლებზეც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო მოქალაქეებს ისედაც მაღალი საპროცენტო განაკვეთების გადახდა უწევთ.