საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნა. მშვიდობის კათედრალში საშობაო ღვთისმსახურება ღამით დაიწყო. ლიტურგიის დაწყების წინ ტაძარი ჩაბნელდა, სადაც სასულიერო პირები ანთებული სანთლით შევიდნენ, რაც სინათლის, სიყვარულის დაბადებას – ქრისტეს შობის სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენს.
საზეიმო ღვთისმსახურება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსებმა, მალხაზ სონღულაშვილმა და რუსუდან გოცირიძემ ჩაატარეს. ეკლესიის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 5 000-მდე ბაპტისტია, რომელთაგან უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს.