14  წლის გოგონას მკვლელობის საქმე

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე პოლიციამ, მოკლულის ბიძა დააკავა, დედას კი ბრალი წარედგინა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავებმა 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული გოგონა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ბიჭს.

შეგახსენებთ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონა 6 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მისმა მეუღლემ მოკლა.