13 წლის მოზარდი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, იაშვილის კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმმა განუცხადა. მისივე თქმით, ბავშვი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.
არასრულწლოვანს გუშინ ლიფტში დაესხნენ თავს. შსს-ს ინფორმაციით, 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა.
უწყების ცნობით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზევე დააკავა.
გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.