რუსთავში, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კახაბერ თავგორაშვილის ოჯახში იმყოფებოდნენ.
კახაბერ თავგორაშვილი ცხინვალში 12 წლის წინ, 8 აგვისტოს მოკლეს. დავით ბაქრაძე და ირმა ნადირაშვილი რუსთავში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალთანაც მივიდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.