112-ის განცხადება

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, 112-ში მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია. ამ ფონზე კი 112-ში 24 საათის განმავლობაში 35 პროცენტამდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც მუშაობის პროცესს აფერხებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და არამიზნობრივად არ დარეკონ 112-ზე. შეუფერხებლად დაკავშირებისთვის კი 112 დაიყო სამ არხად: თუკი სასწრაფო სამედიცინო დახმარება გჭირდებათ, უნდა დარეკოთ ნომერზე 112. თუ პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური გესაჭიროებათ, ამისათვის განკუთვნილია ნომერი 112 – 1. კორონავირუსთან დაკავშირებით რეკავთ 112 – 2 -ზე. ინფიცირებულთა საკონტაქტო ინფორმაცია შემდგომი მონიტორინგისთვის გადაეცემა ოჯახის ექიმებს. ხოლო თუ 48 საათის განმავლობაში არ დაგიკავშირდათ ოჯახის ექიმი, შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრალური ონლაინ კლინიკის ცხელ ხაზზე – 15 22, ხოლო კერძო დაზღვევის შემთხვევაში კონკრეტული სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე“,- აღნიშნულია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.