თერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი ვარაუდობს, რომ ბავშვი მამას ცემის დროს შემოაკვდა, რის შედეგადაც ფრიდონ აბჟანდაძემ მოზარდის თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყო.
გარდაცვლილის დის, ნათია აბჟანდაძის განცხადებით, მამა ბავშვს ზოგადად არ სცემდა, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში ოჯახის წევრების მიმართ აგრესიას ხშირად გამოხატავდა. მისივე განმარტებით, შემთხვევის დღეს მამა ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მან საბერძნეთში მყოფ მეუღლეს დაურეკა და ფულის გამოგზავნა სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრა, რომ შვილს ვეღარასოდეს ნახავდა.