11 წელი აგვისტოს ომის ერთ-ერთი უმძიმესი დღიდან.
2008 წლის 9 აგვისტოს რუსულმა ავიაციამ გორი და მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა. ქალაქსა და მიმდებარე სოფლებზე მიტანილი ავია-იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 138 მოქალაქე. ასეულობით მსხვერპლი, გადამწვარი და ნანგრევებად ქცეული სოფლები, მიწასთან გასწორებული სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა – 11 წლის წინანდელ მოვლენებს დღეს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებიც საომარი მოქმედებების თვითმხილველები გახდნენ და რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს. ჩვენს რესპონდენტებს 2008 წლის აგვისტოში გორის რაიონის სხვადასხვა სოფელში სახლების დატოვება სიცოცხლის რისკის ფასად მოუხდათ. არიან ისეთებიც, რომლებმაც ომის დღეებში სახლ-კარი ვერ დატოვეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ამ ადამიანთა ერთი ნაწილის საცხოვრებელი სახლები უკვე დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული.
ტრაგიკული ისტორიები ნინო ფისაძის და მარიამ მებადის რეპორტაჟში.